2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე ქულების ამოწურვის შედეგად მართვის უფლება 22 პირს შეუჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან 5 ქულა დარჩენილი ჰქონდა - 7პირს, 10 ქულა 28-ს, 15 ქულა 36-ს, ხოლო 20 ქულა 49 პირს.
რაც შეეხება 2018 წლის 1 იანვრიდან 16 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას, გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიმალური ქულების რაოდენობა 30 ქულაზე ნაკლებს არ შეადგენს.
ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად ღვედის გამოუყენებლობის, მობილურზე საუბრისა და საგზაო წესების დარღვევის გამო ჯარიმდებიან.

























