2017 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.9% შეადგინა.
საქსტატმა 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2016 წელს FDI-ში რეინვესტიციის წილი 21.3% იყო, 2015 წელს - 9.5%, 2014 წელს - 17.8%, ხოლო 2013 წელს 27.1%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2017 წელს განოხრციელებული 1 888.8 მლნ. აშშ დოლარის FDI-დან რეინვესტიციის წილი 658.6 მლნ აშშ დოლარი იყო.
მისივე ინფორმაციით, 2016 წელს უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში 334.1 მლნ აშშ დოლარის რეინვესტიცია განაოხრციელეს, 2015 წელს - 157.7 მლნ დოლარის, ხოლო 2014 წელს კი - 322.9 მლნ დოლარის.
ცნობისთვის: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 1 888.8 მლნ. აშშ დოლარის FDI განხორციელდა, რაც 20.6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4% მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

























