მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე $2,2 მილიონის ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები გავიდა

5b56c287f294d
ანუკა ჯოხაძე
24.07.18 10:07
927
სააგენტო “აწარმოე საქართველოს” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ადგილობრივი ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების საინვესტიციო პოტენციალს გაესვა ხაზი.

კვლევაში ადგილობრივი ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების ექსპორტის, იმპორტის, წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლებიც გამოიყო.

კვლევის მიხედვით, საქართველოში 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების იმპორტი გაზრდილია 80 906 000 ამერიკული დოლარიდან 100 590 000 ამერიკულ დოლარანდე, ხოლო ექპორტი 3 386 000 ამერიკული დოლარიდან 2 221 000 ამერიკულ დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ფეხსაცმლის, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების წარმოებას ის 2016 წლის მონაცემებით 9 633 000 ამერიკული დოლარიდან 7 918 000 ამერიკულ დოლარამდე შემცირდა. კვლევაში მოცემულია იმ პროდუქციის მონაცემები, რომელსაც ქართული კომპანიები აწარმოებენ.

ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქესესუარების მოხმარება 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 87 153 000 ამერიკული დოლარიდან 93 630 000 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები