საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4% მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 57% შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 489.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.9 პროცენტია.
მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 302.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 284.8 მლნ. აშშ დოლარით.

























