"მთის კურორტების განვითარების“ კომპანიის ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე წელს ორი, მომდევნო წლის ბოლომდე კი 13 სასტუმრო გაიხსნება რაც ლოგინების რაოდენობას ჯამში 1500-მდე გაზრდის.
"აჭარის მთავრობის და კერძო სექტორის აქტიურობით15 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს გოდერძიზე. წელს ერთი ან ორი დასრულდება. ყველა დანარჩენი კი მომდევნო წელს გაიხსნება. ჯამში 2019 წელს 1500-მდე ლოგინამდე მივიღებთ.
ტურისტების დინამიკა საკმაოდ მზარდია, თუმცა გზის პრობლემის გამო არ არის მასობრივი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ავტრიიდან, ზელანდიიდან, ამერიკიდან, ძალიან შორი ადგილებიდან, იმიტომ რომ უმაღლესი ხარისხის თოვლია", - განაცხადა ონოფრიშვილმა.