"2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 მათგანი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა", - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმნიშვნელოვანეს როლს, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში 43 სკოლის შენობა რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკიც. შეთანხმების თანახმად, ევროპის საბჭოს ბანკის სესხის ფარგლებში განხორციელდება 25 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში უკვე დასრულდა 3 საჯარო სკოლის პროექტირება. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.

























