მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018-2021 წლებში მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება

5c04e271beb49
თამუნა დემეტრაშვილი
03.12.18 11:55
1012
2018-2021 წლებში თბილისის მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

,,ჩვენი მიზანია, მეტროპოლიტენში მოცდის დრო გავანახევროთ, რადგან ის ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტია და ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, უკვე დამატებულია 4 შემადგენლობა და მალე კიდევ 4 დაემატება.

,,მნიშვნელოვანია, ასევე ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტიც; 7 ახალი სადგური უნდა გაიხსნას სამგორი-ლილოს და ლილო-აეროპორტის მიმართულებით“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, 2019 წელს აღნიშნული მიმართულების სრული პროექტი მომზადდება.

კალაძეს ამ პროექტის განხორციელებისას ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერის იმედი აქვს. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები