მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს დადგენილი ფასები სექტორის განვითარებას აფერხებს - ტექინსპექტირების ცენტრი

ტექინსპექტირება

ტექინსპექტირებაზე 2018 წელს დადგენილი ფასები ინფლაციისა და გაზრდილი საოპერაციო ხარჯების ფონზე, სექტორის განვითარებას აფერხებს - ამის შესახებ BMG-სთან ბათუმში მოქმედი ტექინსპექტირების ცენტრის, შპს „გივას“ დირექტორი გოგი კენჭაძე საუბრობს.

მისი თქმით, ამჟამად სექტორი მხოლოდ „თვითგადარჩენის“ რეჟიმში მუშაობს, რაც ინფრასტრუქტურის განახლების საშუალებას არ იძლევა. გოგი კენჭაძე ფიქრობს, ფასებსა და რეალურ ხარჯებს შორის ბალანსის პოვნა აუცილებელია, რათა ცენტრებმა გამართულად ფუნქციონირება შეძლონ.

„ეს ფასები 2018 წელს დადგინდა. მას შემდეგ ქვეყანაში ყოველ წელს ინფლაციაა. იძულებული ვართ, ხელფასები გავზარდოთ. თანაც, მომსახურების სხვადასხვა კომპონენტები, სათადარიგო ნაწილები, ინვენტარი - ყველაფერი ძვირდება. ბევრი რამ შეიცვალა და ეს ფასი აღარ შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც 2018 წელს იყო.

მე არ ვამბობ, რომ ფასი ისე უნდა გაიზარდოს, რომ მოსახლეობაზე მკვეთრად აისახოს, მაგრამ მინიმალური რაოდენობით, ვფიქრობ, 30-40%-ით მატება აუცილებელია. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უკეთესად განვითარდეს თითოეული ცენტრის ინფრასტრუქტურა და მომსახურების დონეც ავიმაღლოთ“ - ამბობს გოგი კენჭაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების შენარჩუნება რჩება, რადგან, ინსპექტორის მომზადება ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია, დაბალი ანაზღაურების გამო კი სექტორიდან კადრების გადინება შეინიშნება.

„5-6 წლის წინ ინსპექტორს რომ 1000-1200 ლარს ვაძლევდით, ნორმალური ხელფასი იყო და სიამოვნებით მუშაობდნენ. ახლა 1800 ლარზე ვართ ასული, მაგრამ იმდენად გაზრდილია ყველაფერზე ფასები, რომ ადამიანს ეს თანხა აღარ ჰყოფნის ოჯახის შესანახად.

ახალ ინსპექტორს მომზადება სჭირდება. კანონით გაწერილია, რომ მან, ჯერ ერთი წელი უნდა იმუშაოს ჩვენთან ინსპექტორის თანაშემწედ, რათა სტაჟი დააგროვოს. ამ დროის განმავლობაში შენ მას ხელფასს უხდი, სპეციალისტს გამოუყოფ, რომელიც ასწავლის და ზედამხედველობს. შემდეგ თბილისში უნდა გაიაროს 120-საათიანი ტრენინგი, რაც დაახლოებით 3000 ლარი ჯდება. ეს ყველაფერი ერთად დიდ ფინანსურ პრობლემებს აგროვებს“ - ამბობს გოგი კენჭაძე.

მისივე ცნობით, ტექინსპექტირების ცენტრებმა დახმარებისთვის ეკონომიკის სამინისტროსა და ტრანსპორტის სააგენტოს უკვე მიმართეს, თუმცა კონკრეტული დაპირება ტარიფების გადახედვაზე ჯერ არ მიუღიათ. გოგი კენჭაძის თქმით, დარგობრივი ასოციაციები ერთობლივი მიმართვის მომზადებას გეგმავენ.

„სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გამოსწორდა - კამერები გამართულად მუშაობს, ზედამხედველობა გამკაცრდა, რაც სწორი მიდგომაა. თუმცა, დარჩა ყველაზე დიდი გამოწვევა - საფასო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს საუბარი ტრანსპორტის სააგენტოსთან, განიხილავენ ამ საკითხს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ვფიქრობთ, რომ ასოციაციებმა ერთობლივად მივმართოთ მთავრობას, რადგან ყველაფერს განვითარება სჭირდება, განვითარებას კი - ფინანსები.“

ამ დროისთვის, მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის 100 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფები რეფორმის დაწყების დღიდან, 2018 წლიდან არ შეცვლილ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები