2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა - ამის შესახებ IDFI თბილისის საპარკინგე პოლიტიკის 2018-2024 წლების მიმოხილვაში წერს.
კვლევის მიხედვით, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, თბილისში 27,614 საპარკინგე ადგილია მოწყობილი. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური არ ფლობს თბილისის რაიონების მიხედვით მოწყობილი პარკირების ადგილების შესახებ ინფორმაციას.
საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა 2022 წელს დაიხარჯა და 640,183 ლარი შეადგინა.