2018 წელს Apple-ის გენერალური დირექტორმა ტიმ კუკმა სულ, ჯამში, 15,5 მილიონი დოლარის შემოსავლები მიიღო.
ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიღებული შემოსავლებიდან 3 მლნ დოლარი მისი ძირითადი წლიური ხელფასია, ხოლო 12 მლნ დოლარი - პრემია.
ანგარიშში ასევე მოხვდა 294 ათას დოლარის ხარჯი, რომლითაც კომპანიის გენდირექტორის პირადი თვითფრინავის ხარჯები დაიფარა.
ანგარიშიდან ჩანს, რომ Apple-ის საშუალო სტატისტიკური თანამშრომელი წელიწადში 55,426 დოლარის შემოსავალს იღებს; ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი მათზე 283-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს.
აქვე აღსანიშნავია, რომ Apple-ში უფრო მაღალანაზღაურებადი და შემოსავლიანი პოზიციებია, ვიდრე - გენერალური დირექტორის შემოსავლების პაკეტია. მაგალითად, Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრიმ, საცალო გაყიდვების დეპარტამენტის შეფმა ანჯელა არენდსმა, იურიდიულმა კონსულტანტმა ქეიტ ადამსმა და კომპანიის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა ჯეფ უილიამსმა შემოსავლის სახით, 2018 წლის განმავლობაში 26-26 მლნ დოლარი მიიღეს.

























