მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს აზერბაიჯანში ავტომანქანების ექსპორტი თითქმის გასამმაგდა

5c45c9f124076
თამუნა დემეტრაშვილი
21.01.19 18:00
645
მეზობელ აზერბაიჯანში ავტომანქანების ექსპორტი თითქმის გასამმაგდა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ამ ქვეყანაში, 13 ათას ავტომობილზე მეტი გავიდა, მაშინ როცა 2017-ში მათი რაოდენობა, 4 548 ერთეული იყო.

რეექსპორტის ზრდის შედეგად, გაორმაგებულია შემოსავალი, რომელიც ქვეყანამ ამ მიმართულებიდან მიიღო.

კერძოდ, თუ 2017 წელს მანქანების აზერბაიჯანში რეექსპორტიდან ქვეყანამ 88 მილიონი დოლარი მიიღო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 190 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მთლიანაობაში 2018 წელს აზერბაიჯანში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, რის წყალობითაც ეს ქვეყანა მთავარი საექსპორტო სახელმწიფოების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს.

2018 წელს ამ ქვეყანაში ქართულმა ექსპორტმა 503 მილიონი დოლარი შეადგინა; 2017 წელს კი, ეს მაჩვენებელი 272 მილიონი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები