2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა.
ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.
მათი თქმით, გასული წლის განმვალობაში აპარატის მიერ სულ 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გაისცა.
„დასრულებლი საქმეების 65%-ში ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. მომართვიანობის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური აჭარის რეგიონია“, - აცხადებეს აპარატში.
შეგახსენებთ: 2018 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონში ბიზნეოსბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.
ამასთან, როგორც bm.ge-ის ბინზესომბუდსმენის აპარატში განუმარტეს, 2018 წლის მომართვიანობის სტატისტიკის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემავალ სტრუქტურებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.
რაც შეეხება 2019 წელს აპარატში მიაჩნიათ, რომ 2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნესდავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები.
ცნობისთვის: ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

























