მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით გაიზარდა

5c3df0853c62f
დათო ჯალაღონია
15.01.19 18:43
556
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წელს საერთო ჯამში, საქართველოში 13 მლრდ 197,8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

რაც შეეხება გენერაციას, ესკო-ს სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ჰიდროსადგურებმა, 2017 წელთან შედარებით 7.5%-ით მეტი, 9 მლრდ 949,3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

გარდა ამისა, თბოსადგურების გენერაცია 2017 წელთან შედარებით 5.3%-ით შემცირდა და 2 მლრდ 114,9 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ქართლის ქარის ელექტროსადგურის კი - 4%-ით, 87.8 მლნ კვტ.სთ-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები