მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს ექსპორტზე მილიარდ დოლარზე მეტი აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

5c24ec35bab5b
BM.GE
27.12.18 19:10
898
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდნეობის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. მინისტრის ინფორმაციით, ჯამური თანხა დაახლოებით მილიარდი დოლარია, საიდანაც ყურძნის წარმოშობის პროდუქტებზე 300 მლნ დოლარი მოდის.

„2018 წელი საქართველოსთვის იქნება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის კუთხით რეკორდული. დაახლოებით მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. საბოლოო მონაცემები იანვრაში დაზუსტდება თუმცა ეს არის უპრეცენდენტო მონაცემები. აქ მნიშვნელოვანი წილი ტრადიციულად უკავია ისეთ დარგს, როგორიცაა საქართველოსთვის მევენახეობა და მეღვინეობა. ყურძნის წარმოშობის პროდუქტებზე 300 მლნის ექსპორტი მოდის. მნიშვნელოვნად გაზარდა ღვინის ექსპორტი და ეს არის ის წინაპირობა რის გამოც რთველი წარმატებით ჩატარდა. 200 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოსახლეობამ კეთლდღეობის სახით მიიღო 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი" - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები