ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ის განცხადებით, 2018 წელს 200 მილიონი სმარტფონი გაყიდა და მათი მომხმარებლების რაოდენობა შესაბამისად 30%-ით გაიზარდა. The Washington Post-ის ინფორმაციით, გაყიდვების ზრდა განაპირობა შემდეგმა სმარტფონებმა: P20, Honor 10 და Mate 20. ამ მაჩვენებლებით კი, კომპანიამ აჯობა Apple-ს და საუკეთესო მწარმოებელთა სიაში SAMSUNG-ის შემდეგ დასახელდა.
ამავდროულად, ჩინური კომპანია, რომელიც სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში სერიოზული დავის საგანი გახდა. გამომდინარე იქედან, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ვაშინგტონთან თანამშრომლობენ, აშშ ეჭვობს, რომ აღნიშნულ კომპანიებს კავშირი აქვთ პეკინის მთავრობასთან და იყენებენ ამერიკასთან თანამშრომლობას ფარული ჯაშუშობისთვის.
ამიტომაც ვაშინგტონი მოუწოდებს მხვილ კორპორაციებს, რომ შეწყვიტონ Huawei-ის პროდუქციის გამოყენება. ნოემბერში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ახალმა ზელანდიამაც. ხოლო ბრიტანული სატელეკომუნიკაცო კომპანია BT Group ორი წლის განმავლობაში სრულად აკრძალავს Huawei-ის გაჯეტებით სარგებლობას.

























