დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ 2018 წლის განმავლობაში საკუთარ ავტოკოლექციას რამდენიმე ავტომობილი შემატა, რაშიც მთლიანობაში 500,000 ლარამდე დახარჯა.
ქალაქის მერის მიერ შეძენილ ავტომობილებს შორის მოხვდა 1985 წელს გამოშვებული GAZ24-იც (ვოლგა), რომლის ღირებულებაც 2500 დოლარია.
კახა კალაძის მიერ შეძენილი ავტომობილების ჩამონათვალი:
- TOYOTA CAMRY (გამოშვების წელი 2018) - 66,116 ლარი;
- TOYOTA LAND CRUISER 200 (გამოშვების წელი 2018) - 164,054 ლარი;
- FIAT 500 ABARTH (გამოშვების წელი 2017) - 21,000 ევრო;
- BRABUS ULTIMATE 125 (გამოშვების წელი 2017) - 47,000 ევრო;
- GAZ24 (გამოშვების წელი 1985) - 2500 დოლარი.
კახა კალაძის მიერ გაყიდული ავტომობილიები:
- MERCEDES-BENZ V 250 BLUETEC (გამოშვების წელი 2015) - 50,000 დოლარი;
- MERCEDES BENZ AMG GTS (გამოშვების წელი 2015) - 90,000 ევრო;
- FERRARI GTO (გამოშვების წელი მითითებული არაა) - 550,000 ევრო;
- BENTLEY CONTINENTAL (გამოშვების წელი მითითებული არაა) - 70,000 დოლარი.
მერის ხელფასი გასულ წელს 38,160 ლარი იყო.

























