მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს მსოფლიოში პირველად სმარტფონები გამოჩნდება, რომლებიც 5 წუთში იტენება

5916ae54e31b2
BM.GE
13.05.17 11:02
2286
2018 წელს მსოფლიოში პირველად სმარტფონები გამოჩნდება, რომლებიც 5 წუთში იტენება. პროექტის ავტორი ისრაელური სტარტაპი StoreDot -ია, რომელმაც ახალი თაობის ბატარეები ჯერ კიდევ 2015 წელს წარადგინა ლას-ვეგასში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ბატარეებით სმარტფონების სერიული წარმოება მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. გამოცემა წერს, რომ ახალ ტექნოლოგიაში ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ. თუმცა, სტარტაპის ხელმძღვანელი დორომ მაიერსდორგი აცხადებს, რომ მას უკვე აქვს თანხმობა კონკრეტული კომპანიებისგან, რომლებიც ახალი თაობის ბატარეის გამოყენებისა და გამოცდისთვის მზად არიან. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელი კონკრეტული კომპანიების სახელებს არ ამჟღავნებს.

სტარტაპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბატარეის საპოლოტე წარმოება ორმა აზიურმა მწარმოებელმა უნდა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები