საქართველოს პარლამენტმა გასული წლის განმავლობაში ჩატარებულ 51 პლენარულ სხდომაზე 705 კანონი მიიღო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, კანონებთან ერთად, პარლამენტმა გასული წლის განმავლობაში 2221 დადგენილება, 1 რეზოლუცია და 49 საერთაშორისო ხელშეკრულება დაამტკიცა.
კანონპროექტის ინიცირების უფლებით 2018 წელს 93-მა დეპუტატმა ისარგებლა. მათი უდიდესი ნაწილი არა ინდივიდუალური ავტორის, არამედ კანონის თანაავტორის სახით დარეგისტრირდა.
საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება გამოიყენა პარლამენტის 93 წევრმა. 2017 წელს კი ამ უფლებით პარლამენტის 92 წევრმა ისარგებლა.
ყველაზე მეტი - 128 კანონის თანაავტორად ანრი ოხანაშვილი დარეგისტრირდა, 110 კანონით მეორე ადგილზე ეკა ბესელია, 101 კანონით მესამეზე კი გედევან ფოფხაძეა.
მხოლოდ 1 კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ უმრავლესობის 13 წევრი, უმცირესობის 4 წევრი 128 და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ 1 წევრი.
ყველაზე ხშირად პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელია გამოვიდა, მან 199-ჯერ ისარგებლა სიტყვით გამოსვლით. უმცირესობიდან ყველაზე მეტი - 97 მოხსენებით ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა.
30 დეპუტატს კი საერთოდ არ უსარგებლია სიტყვით გამოსვლის უფლებით.

























