მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით შემცირდა

5c860bdb5f324
სალომე მეცხვარიშვილი
11.03.19 11:18
1239
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

2018 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.3 პროცენტი შეადგინა. 

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წელს 52.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 209.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი,157.2 მლნ. აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები