ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ის რუსულ ავიაგადამყვანებს შეეხებათ. აკრძალვა 2019 წლის 8 ივლისიდან შევა ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოდან 892,000 მგზავრი გადაიყვანეს. ეს საქართველოს მთლიანი ავიაბაზრის 18%-ია.
ყველაზე მეტი მგზავრი საქართველოდან ურალის ავიახაზებს გადაყავს, სია ასეთია:
ურალის ავიახაზები - 294,000 მგზავრი;
აეროფლოტი - 194,000 მგზავრი;
სიბირი (S7) - 183,000 მგზავრი;
პობედა -178,000 მგზავრი;
ნორდავია - 25,000 მგზავრი;
რედ ვინგსი - 18,000 მგზვარი.
კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
„საქართველოში ვითარების ნორმალიზება უნდა მოხდეს, მოიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხე“, – განაცხდა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

























