სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში 498,000 ვიზიტი საქართველოში შოპინგის მიზნით შედგა, ეს მთლიანი ტურისტული ვიზიტების 6.9%-ს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორებმა ჯამში საქართველოში 7.9 მილიარდი ლარი დახარჯეს.
დანიშნულებების მიხედვით, ვიზიტების რაოდენობა ასე ნაწილდება:
-
დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 3,075,800 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 42.7%;
-
ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად - 1,463,100 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 20.3%;
-
მეგობრების/ნათესავების მონახულება - 1,189,600 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 16.5%;
-
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 623,800 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 8.7%;
-
“შოპინგი”, საქონლის შეძენა პირადი მოხმარებისთვის - 498,400 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 6.9%;
-
მკურნალობა, გაჯანსაღება - 196,200 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 2.7%;
-
სხვა - 156,300 ვიზიტი, წილი მთლიან ვიზიტებში 2.2%.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.2 ღამე შეადგინა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

























