მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წელს ვახტანგ ბუცხრიკის ანაზღაურება $3,356,000 დოლარამდე შემცირდა

5ca49c51d7158
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.19 15:58
28519
2018 წელს “თიბისი ბანკის” CEO-მ ვახტანგ ბუცხრიკიძემ 2017 წელთან შედარებით ნაკლები ანაზღაურება მიიღო.

“თიბისის” მიერ დღეს გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით, ვახტანგ ბუცხრიკიძემ $3,356,000 დოლარის ანაზღაურება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით $728,000-ით ნაკლებია.

პროცენტულად ბუცხრიკიძის ანაზღაურების კლება 17.8%-ს შეადგენს.

ანაზღაურება შეუმცირდა ბანკის დირექტორის მოადგილეს გიორგი შაგიძესაც; მან 2018 წლის განმავლობაში $1,716,000 გამოიმუშავა. ეს 2017 წელთან შედარებით $238,000-ით ნაკლებია.

ვახტანგ ბუცხრიკიძის ხელფასი ნაღდი ფულის სახით $454,000 დოლარისა და $475,000 დოლარის ღირებულების გადავადებული აქციებისგან შედგება, რაც ჯამურად $929,000-ის ტოლია. ბონუსმა კი, $2,409,000 შეადგინა. “თიბისიმ” ბონუსი ასევე გადავადებული აქციების სახით გასცა.

გიორგი შაგიძის ხელფასი კი, $464,000-ისგან შედგებოდა, საიდანაც $227,000 - ნაღდი ფული, $237,000 კი, გადავადებული აქციები იყო. შაგიძის ბონუსმა 2018 წელს $1,716,000 შეადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის განმავლობაში CEO-სთვის ანაზღაურების 17.8%-იანი შემცირების პარალელურად, ბანკში დასაქმებულთა მთლიანი სახელფასო/ანაზღაურების ფონდიც 5.4%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები