Fox Sports-ის მიხედვით, 2018 წელს 3 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთის კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მადრიდის რეალი“და „ბარსელონა“ იყო.
სამივე მათგანის ჯამურმა ღირებულებამ $12.27 მილიარდი შეადგინა, მათ შორის ყველაძე ძვირად „მანჩესტერ იუნაიტედია“ შეფასებული - $4.12 მილიარდად, მეორე ადგილზე „მადრიდის რეალი“ მოდის $4.09 მილიარდით, „ბარსელონას“ ფასი კი $4.06 მილიარდია.
შთამბეჭდავია მათი შემოსავლებიც. "ბარსელონამ" 2018 წლის სეზონში, რომელიც ივნისში მორჩა - $793.2 მილიონი გამოიმუშავა, "მადრიდის რეალმა" - $825.9 მილიონი, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი - $827.9.
თანხაში ძირითადად შედის სპონსორებიდან, ფეხბურთელების გაყიდვიდან, სატელევიზიო არხებთან კონტრაქტებიდან და მაისურების გაყიდვიდან მიღებული თანხები.

























