მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

5874ba7631c9b
BM.GE
10.01.17 14:40
1330
მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყო.

მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 1500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს.

სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები