მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

5c2f04c3bc3cd
თელარა გელანტია
04.01.19 11:11
1026
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%) შეადგენს, რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე.

შეგახსენებთ, 2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცნობისთვის: ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც 2017 წელთან შედარებით +9.8%-იან ზრდას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები