მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2018 წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის კუთხით გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი"

5ac485e0cfe95
BM.GE
04.04.18 11:58
718
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის მსგავსად, 2018 წლის მიმდინარე 2 თვეში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა და განაცხადა, რომ სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

„საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ გვქონდა 2017 წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ის ფარგლებში და 2018 წლის მიმდინარე 2 თვეშიც მაღალი ზრდა დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი მთელ რიგ მაჩვენებლებში პოზიტიური ზრდით, პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორის არის საწარმოთა ბრუნვა, რომელიც ძალიან მნიშვენელოვანია, გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის თებერვალში პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გამუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, 2018 წლის თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, იმპორტი 8.7%-ით. ამასთან პოზიტიური გავლენა ზრდაზე იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაზიარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, 20.6%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7%-მდე, რაც 531 მილიონი დოლარით შემცირებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის. - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები