2018 წლის IV კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, Tesla-ს აქციები 9%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ TESLA 92 000 ავტომანქანის გამოშვებას შეძლებდა. რეალური სტატისტიკა კი შემდეგია: წარმოებულია სულ 86, 555 ავტომანქანა, საიდანაც 61,394 - Tesla Model 3-ია.
ჯამში, 2018 წელს კომპანიამ ბაზარზე 245,240 ავტომობილი წარმოადგინა: 145 864 -Model 3 და 99 393 - Model S და Model X; აღნიშნული მაჩვენებლები, კომპანიის განცხადებით არის თითქმის იმდენივე ავტომობილის მიწოდება ერთ წელიწადში, რაც გასულ წლებში ნაწარმოები და მიწოდებული ავტომობილები ერთად აღებული.
Tesla-ს ფინანსურ განაცხადში ასევე წერია, რომ კომპანიამ წარმოება 13%-ით, ხოლო ავტომობილების მიწოდება 8%-ით გაზარდა. ასევე, მყიდველების 75% კომპანიის ახალი კლიენტები არიან.
Tesla აცხადებს სამომავლო ზრდაზეც; კომპანიის მენეჯმენტში ამბობენ, რომ ეს ძირითადად, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხარჯზე, ასევე მათი ავტომობილების ფასის შემცირების და ლიზინგის მიმართულების გააქტიურებით მოხდება. ჩინეთსა და ევროპაში ავტომობილების მიწოდება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ Tesla-მ მიიღო გადაწყვეტილება და Model S, Model X და Model 3 ავტომობილებზე ფასები 2000 დოლარით შეამცირა.

























