მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2018 წლის მეოთხე კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები 96%-ით შემცირდა

5c862dccf26ae
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.19 13:37
920
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $3.7 მილიონი ჩაიდო, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

2018 წლის სრული სტატისტიკის მიხედვით, ენერგეტიკაში FDI-ის სახით სულ $157 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდა, რაც 2017 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, ენერგეტიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2013 წელს ჩაიდო და მან $244 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება ეკონომიკის სხვა სექტორებს, ათი უმსხვილესი სექტორიდან ექვსში ინვესტიციები შემცირებულია. FDI-ის ჯამური მაჩვენებელი კი $1.23 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები