,,2019-2020 წლებში დავასრულებთ პროექტებს მესტიაში, ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდში, ჯვარში, აბაშაში, ჭიათურასა და ქუთაისში. მიმდინარეობს და გაგრძელდება წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია გამყოფი ხაზის სოფლებში“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისივე თქმით, დაწყებულია მარნეულის, ბოლნისის, გუდაურის წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის სისტემების მშენებლობა, რაც ეტაპობრივად დასრულდება 2021-22 წლებში.
ყველა ამ და სხვა მიმდინარე პროექტის განხორციელების შედეგად, 400 ათას ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება.

























