მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2019 წელთან შედარებით მოგზაურობა 40-50%-ით გაძვირდა” - Art Travel

სამოგზაურო დაზღვევა

მოგზაურობა გაძვირდა. ფასები ავიაბილეთებზეც და განთავსების ობიექტებზეც მომატებულია, გაიზარდა სამოგზაურო პაკეტების ღირებულებაც. ტურისტული კომპანია Art Travel-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის სამოგზაურო პაკეტების ფასები 10-20 პროცენტით არის დაკორექტირებული, რომლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ავიაბილეთების ღირებულება იყო. ანასტასია გაბუნიას მოლოდინით, ფასების ზრდის დინამიკა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

“როგორც ყოველთვის წელსაც უკონკურენტო არის თურქეთის მიმართულება ოჯახური დასვენებისთვის, რადგან სრული პაკეტები არის შეთავაზებული ტურისტებისთვის, რაც მოიცავს კვებასაც, რაც დიდი პლუსია საოჯახო დასვენებისთვის. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ საკმაოდ გააქტიურებულია ტროპიკული ქვეყნების მიმართულებები, ზანზიბარი, ფილიპინები, ბალი, მალდივები და ა.შ. ეს მიმართულება საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ბოლო წლებში.

რაც შეეხება ფასებს, რა თქმა უნდა, წელს არის უფრო გაძვირებული ღირებულება ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს მოლოდინი, რომ 10 და 20 პროცენტით იზრდება ფასი, იმიტომ რომ გლობალურად ყველაფერი ძვირდება და ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ დასვენების ფასი იზრდება. ავიაბილეთი იქნება თუ სასტუმრო ყველაფრის ფასი გაზრდილია.

პანდემიის შემდეგი 3 სეზონი რომ ერთმანეთს შევადაროთ, ყოველ წელს ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 30%-ით იზრდებოდა. 2024-ში მოლოდინი გვაქვს რომ ზრდა 10%-ით გაიზრდება. ათვლას როცა ვიწყებთ, პანდემიის შემდეგ პერიოდს ვასახელებთ ხოლმე, 2019 წელთან შედარებით ფასები 40-50%-ით მაინც არის გაზრდილი, ” - ამბობს Art Travel-ის დამფუძნებელი ანასტასია გაბუნია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები