მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ქართული ბრენდი "ანტრე" დასავლეთ ევროპაშიც გამოჩნდება

5c10b0662a3fe
თათია ჩაფიჩაძე
12.12.18 10:52
3290
საცხობი „ანტრე“ 2019 წლიდან გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ანტრეს“ თანადამფუძნებელმა ჟან მიშელ ჩარლზმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, თბილისისა და ბაქოს შემდეგ, ქართული ბრენდი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქალაქშიც იქნება წარმოდგენილი.

„საცხობი „ანტრეს“ პირველი ფილიალი 2008 წელს აბაშიძეზე გავხსენით და იმ დროიდანვე გადაწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო ბრენდი. პირველი ქვეყანა, სადაც ფილიალი გავხსენით, იყო აზერბაიჯანი, ბაქო. მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო რთული პროცესები განვითარდა, ბრენდი წარმატებული აღმოჩნდა. ამ ეტაპზე 4 საცხობი გვაქვს და გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ. შემდეგი წლიდან ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ გავხსნათ კიდევ ერთი ფილიალი დასავლეთ ევროპის ქვეყანაში და ასევე წარმატებულად მოხდეს ქართული ბრენდის ექსპორტირება. რაც შეეხება საქართველოს, გვინდა რომ ქსელი ქვეყნის მასშტაბითაც განვავითაროთ. ბათუმშიც და ბევრ სხვა ქალაქშიც, თუმცა ეს პროცესი ტექნიკურად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ჩვენი ბრენდის ქვეშ შექმნილი საკვები ხარისხთან არის დაკავშირებული, ამიტომ მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმოების ახალი ცენტრები ყველგან, სადაც დავაპირებთ ქსელის შექმნას. ამ თემაზე ვმუშაობთ და 2019 წლიდან „ანტრეს“ ახალი მაღაზიები საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნება“ , – განაცხადა ჟან მიშელ ჩარლზმა.

ამ დროისთვის „ანტრეს“ თბილისში - 15, ბაქოში კი - 4 ფილიალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები