მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს Dirsi-ის გაყიდვები 25%-ით შემცირდა

5e3eb77438981
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.20 18:07
1629
იპოთეკების გაცემის გართულებამ 2019 წელს ჩვენი გაყიდვები მეოთხედით შემაცირა, - ამის შესახებ BM.GE-ის AES Dirsi-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი ფაჩულიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობა საფინანსო სექტორში ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ მსხვილ ტრანზაქციებს ვერ ახორციელებდა.

„2018 წელთან შედარებით 2019 წელი არ იყო წარმატებული. 2018 წელს AES Dirsi-ში მოსული ყოველი მეოთხე მომხმარებელი ყიდულობდა ბინას. ეს იყო ჩვენი ძალიან მაგარი შედეგი. 2019 წელს რეგულაციების გამო და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა გადავიდა ფულის შენახვაზე, მსხვილ ტრანზაქციებს ვერ ახორციელებდა. შესაბამისად შესყიდვებს არ აწარმოებდა, თუ ეს არ იყო რაიმე საჭიროებიდან გამომდინარე“, - ამბობს ქეთი ფაჩულია.

AES Dirsi-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2019 წელს კომპანია ეროვნულ ბანკთან საბანკო რეგულაციების გამარტივების სარეკომენდაციო შეხვედრებში მონაწილეობდა.

„ეროვნულ ბანკთან ბიზნეს სექტორის მოლაპარაკებების შედეგად შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები. თვითონ ბანკების მხრიდანაც არის ინტერესი, რომ მარტივად დადასტურდეს იპოთეკები და მიდის მოლაპარაკებები.

სებ-თან სარეკომენდაციო შეხვედრებში ვიღებდით მონაწილეობას გასულ წელს. ამ წუთას რეგულაციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩვენ არ ვართ ჩართულები, თუმცა, შეიძლება მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები. კომპანია არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ელოდება“, - აცხადებს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები