ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 14 მლრდ 832.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარებაა პროგნოზირებული, რაც მიმდინარე წლის, ასევე საპროგნოზო მაჩვენებელს (13 მლრდ 359.5 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 9%-ით აღემატება.
რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში არსებულ ვითარებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 2%-ით აჭარბებს და 1 მლრდ 78.081 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.