მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2019 წელს გამოწვევად რჩება ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები"

5c2642ffdae2f
თელარა გელანტია
28.12.18 19:34
623
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, „2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით, გამოწვევად რჩება ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები“.

ამის შესახებ ლექვინაძემ bm.ge-ის 2018 წლის შეფასებისას განუცხადა.

„ეს წელი ძალიან აქტიური იყო რეგულაციებისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით. მაქსიმალურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ისე საკანონმდებლო ორგანოსთან და ბიზნესთან შეჯერებული პოზიციით რეკომენდაციებს ვაწვდით. უშუალოდ სამუშაო პროცესში ვიცავთ ბიზნესის ინტერესებს და ვცდილობთ რეგულაციების ტვირთი იყოს ოპტიმალური და კერძო სექტორს იმპლემენტაციისთვის გონივრული ვადები ჰქონდეს. არის შემთხვევები, როდესაც სამუშაო მაგიდასთან კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ ბიზნესომბუდსმენი წარმოადგენს; ასეთ დროს კიდევ უფრო იზრდება, ჩვენი - როგორც მედიატორის როლი. 2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით, გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნეს დავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები“, - აცხადებს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები