მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს იმპორტირებული ნაყინის მოცულობა შემცირდა, ღირებულება კი გაიზარდა

5ee4c442d7c07
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.20 16:10
1375
საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის მიერ გამოქვეყნებულ ნაყინის ბაზრის მიმოხილვაში ნათქვამია რომ 2019 წელს საქართველოში იმპორტირებული ნაყინის საერთო ღირებულება გაიზარდა, ხოლო რაოდენობა შემცირდა.

AGIC-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2019 წელს იმპორტირებული ნაყინის საერთო ღირებულება გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რაც მოთხოვნის ზრდაზე ან პროდუქციის ფასის მატებაზე მიუთითებს. 2018 წელს იმპორტირებული ნაყინის საერთო ღირებულებამ $2.72 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს $3.01 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ნაყინის იმპორტი კი ძირითადად ხუთი ქვეყანიდან ხორციელდებოდა: თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, სომხეთი და რუმინეთი .

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა თურქეთი, საიდანაც შემოდის ნაყინის ძირითადი ნაწილი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს, იმპორტის ღირებულებამ შეადგინა 1,302 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2018 წელს 1,000-ს აშშ დოლარს გადააჭარბა. თურქეთის შემდეგ, მოდის რუსეთის ფედერაცია, 2018 წელს 377 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს 511 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნაყინის იმპორტი განხორციელდა. ტოპ ქვეყნებიდან ყველაზე ცოტა შემოდის რუმინეთიდან 2018 წლის ჩათვლით არ ხორციელდებოდა ნაყინის იმპორტი, ხოლო 2019 წელს დაფიქსირდა 141 ათასი აშშ დოლარის ნაყინის იმპორტის ღირებულება”, - ნათვამია მიმოხილვაში.

ამასთან, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის თანახმად, 2019 წელს იმპორტირებული ნაყინის წინა წელთან შედარებით საერთო რაოდენობა შემცირდა. AGIC-ის თანახმად ეს ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მიუთითებს.

2018 წელს იმპორტირებული ნაყინის საერთო რაოდენობამ 904 ტონა შეადგინა, ხოლო 2019 წელს 755 ტონამდე შემცირდა.

თურქეთიდან ნაყინის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა 2018 წელს, იმპორტის რაოდენობამ შეადგინა 322 ტონა, ხოლო 2019 წელს 291 ტონამდე შემცირდა, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება უკრაინისა და სომხეთის შემთხვევაში, ხოლო ბელორუსიასა და რუსეთის შემთხვევაში 2019 წელს იმპორტის რაოდენობა გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში შეადგინა 140 ტონა, აქედან 102 ტონა იყო რუსეთიდან იმპორტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები