ვიზიტორთა ნაკადის შემცირება შესაძლოა სხვა მიზეზებთან ერთად, ირანის მიერ საკუთარი მოქალაქეებისათვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ გაკეთებული განცხადებაც გახდა. 2018 წლის დეკემბერში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ ირანის ასობით მოქალაქის საზღვრიდან გაბრუნებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, რასაც შემდგომში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ირანის ელჩის შეხვედრა მოჰყვა, რომელზეც გადაწყდა, რომ სამიგრაციო საკითხებში ორი ქვეყანა უფრო მჭიდრო პარტნიორობას დაიწყებდა.
2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ისევ ირანელებს აბრუნებენ. ჯამში, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამურის რესპუბლიკის 3,098 მოქალაქეს ეთქვა უარი.
ირანთან ერთად შემცირებულია ვიზიტორთა ნაკადი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნებიდან ვიზიტორთა ნაკადის ცვლილევა ასეთია:
- აზერბაიჯანი - 83,51 ვიზიტი, რაოდენობა უცვლელია 0.0%;
- სომხეთი - 70,078 ვიზიტი, კლება წინა წელთან -10.7%;
- რუსეთი - 69,675 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 14.7%’
- თურქეთი - 61,594 ვიზიტი, კლება წინა წელთან -19.8%
- უკრაინა - 10,122 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან13.1%
- ირანი - 7,549 ვიზიტი, კლება წინა წელთან -48.4%
- ისრაელი - 7,153 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 198.4%
- ინდოეთი - 3,527 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 26.8%
- ფილიპინები - 3,252 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 11.0%
- ყაზახეთი -2,768 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 34.4%

























