მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2019 წელს წიაღის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის კიდევ 5 ათასით ზრდა იგეგმება"

5cb6d1306ce26
თელარა გელანტია
17.04.19 11:12
651
წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა, დასახელდა ის მაჩვენებლები, რომელთა მიღწევასაც უახლოეს წლებში დაგეგმილი აქტივობებით ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტო გეგმავს.

სააგენტოს ხელმძღვანელის მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის კიდევ 5 000 - ით, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი.

ამ დროისთვის, აღნიშნულ სექტორში 30,000 ადამიანია დასაქმებული.

„მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები“, - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები