მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ხორბალზე მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს

5be5779991098
მაია ბიწაძე
09.11.18 16:02
1536
ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წლისთვის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის განვითარების პროგნოზს აქვეყნებს. ექსპერტების გათვლებით ახალ სეზონზე ხორბლის წარმოება 736 მილიონ ტონა იქნება, რაც 3%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. წარმოების შემცირება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ფიქსირდება.

გარდა ამისა, ვარაუდობენ რომ აღნიშნულ კულტურაზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 5,23 მილიონი ტონით გაიზრდება. ექსპერტთა აზრით, თუ აღნიშნული პროგნოზი გამართლდება, მსოფლიო მოხმარება წარმოებას 12,6 მილიონი ტონით გადააჭარბებს.

მარცვლეულის წარმოებაში ყველაზე დიდი შემცირება ( 18 მილიონი ტონა) რუსეთშია მოსალოდნელი, თუმცა, რუსეთის ფედერაცია მაინც უმსხვილეს მწარმოებლად რჩება და ის 67 მილიონ ტონა მარცვლეულს მიიღებს. შემცირება ასევე მოსალოდნელია ევროპის ქვეყნებში, რომლებზეც ჯამში 145 მილიონი ტონა მარცვლეული მოდის და ავსტრალიაში. ხორბლის მცირე მოსავლიანობის მიზეზად ექსპერტები გვალვას ასახელებენ.

ექსპერტთა ვარაუდით, 2019 წლის სეზონის ბოლოს მსოფლიო ხორბლის რეზერვები 261 მლნ ტონამდე დაეცემა, რაც 5 პროცენტით ნაკლებია 2017/18 წლების მაჩვენებლზე. ეს მსოფლიო მარაგების შემცირებას გამოიწვევს, რასაც ადგილი ჰქონდა 2007/08 წელს. ლოგიკურია, რომ მომავალ სეზონზე - 2019/20 წლებში მარცვლეულ კულტურებზე ფასები მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები