მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2019 წელთან შედარებით მოიჯარესთვის ფართის დაქირავება გაძვირდა” - “დიდუბე პლაზა”

643fb4ad23719
ლიკა გურაბანიძე
23.04.23 15:10
715
“დიდუბე პლაზას" კომერციული ფართების 85-90% ამ ეტაპზე დატვირთულია. როგორც BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ნინო ოსიტაშვილმა განუცხადა, გაზრდილია კომერციული ფართების ღირებულება და თუ 1 კვ.მ იჯარის საშუალო ფასი “დიდუბე პლაზაში” 2019 წელს $7-8-ის ეკვივალენტი ლარში იყო, დღეს იგივე კვადრატულობა $10-ის ეკვივალენტი ლარშია.

“მოიჯარეების მხრიდან არის გადინება, თუმცა აგრესიული მარკეტინგით ვახერხებთ იმას, რომ ბევრი მოიჯარე გვყავდეს. 2019 წელთან შედარებით ჩვენს სივრცეზე მოთხოვნა 10-15%-ით მაღალია. მოთხოვნის ზრდა ძველი ბიზნესების გაფართოებამ და ახალმა შესაძლებლობებმა გამოიწვია. დავაკორექტირეთ ფასებიც.

თუ მაგალითად 2019 წელს მოიჯარეს საშუალო ფართის აღება $200-350 უჯდებოდა, დღეს ამ თანხამ 100$-ით მოიმატა", - განმარტა “დიდუბე პლაზას” მარკეტინგის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები