მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლიდან ელექტრომობილების დატენვა, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება

5b406613dbb77
ნინი ლონგურაშვილი
07.07.18 15:00
1019

კომპანია E-Space, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილების დამტენებს ამონტაჟებს, არ გამორიცხავს, რომ დამტენებით სარგებლობა 2019 წლიდან, ფასიანი გახდეს.

"ამ ეტაპზე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ 2018 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ყველა დამტენი იქნება უფასო, რაც შეეხება მომავალ წელს, ფასიანი შესაძლოა 2019 წლის პირველივე თვეებიდან გახდეს, თუმცა რა ღირებულების იქნება ახლა ვერ გეტყვით, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და დაახლოებით ნოემბრის თვეში გვეცოდინება“ - აცხადებს BM.GE- თან “E-Space”-ის  წარმომადგენელი.

კომპანიამ პირველი ელექტროდამტენი თბილისში 2016 წლის შემოდგომაზე დაამონტაჟა. 2018 წლის აპრილიდან დღემდე, კომპანიამ 4 დამტენი სადგური დაამონტაჟა. ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 60-მდე დამტენია განთავსებული, რომლით სარგებლობა ამ დრომდე სრულიად უფასოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები