2019 წლის მარტიდან "Myway Airlines" ინდოეთისკენ ფრენების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ “საქმიან დილაში” "Myway Airlines"-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განაცხადა. მისი თქმით, 2019 წლის მარტის ბოლოდან ავია კომპანიის არსებულ ორ ბორტს მესამე დაემატება, რაც როგორც აფციაური ამბობს, საშუალებას მისცემს მათ დაამატონ ახალი მიმართულებები როგორც ევროპაში ისე ჩინეთსა და ინდოეთში.
“2019 წლის მარტის ბოლოს უკვე ველოდებით მესამე ბორტს. ეს მოგვცემს საშუალებას რომ მარტის ბოლოდან დავამატოთ კიდევ ახალი მიმართულებები, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით და ასევე ვაპირებთ ახლო აღმოსავლეთში იგივე ჩინეთში და ინდოეთში ფრენების დაწყებას.”- ამბობს Myway Airlines"-ის კომერციულმა დირექტორი იგორ აფციაური.