მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო 3 ქართულ საქმეზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს

5d1b02000c6fc
BM.GE
02.07.19 11:03
1291
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.

ეს საქმეებია: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები