მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის 5 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $1.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

5d1c7c23c14dc
თელარა გელანტია
03.07.19 13:55
704
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.1 მილიარდი დოლარის (ზრდა +9.8%) შემოსავალი მიიღო, რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები