2019 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 32.8 მლნ დოლარის 1.3 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ საქსტატიდან გამოითხოვა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოქროს დიდი უდიდესი ნაწილი - 28 მლნ დოლარის საქონელი შვეიცარიაში იქნა ექსპორტირებული. მცირე რაოდენობით ოქრო გატანილისა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში.
რაც შეეხება ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკას, 2013 წელს საქართველოდან 73 მლნ დოლარის 4.3 ტონა დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2014 წელს - 39 მლნ დოლარის (2.3 ტონა), 2015 წელს - 62 მლნ დოლარის (3.1 ტონა), 2016 წელს კი - 81 მლნ დოლარის (3.6 ტონა), 2017 წელს - 70.7 მლნ დლარის (3 ტონა), 2018 წელს კი - 69.8 მლნ დოლარის 2.9 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული.

























