მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის ათი საუკეთესო ავიაკომპანია

5d20f9acb0b49
მარიამ ადამია
07.07.19 09:50
1441
ექვსი კონტინეტი, 3 ათას 600-ზე მეტი რეისი კვირაში და 80 ქვეყნის 150-ზე მეტი მიმართულება - ასეთია ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, Emirates Airlines-ის მოკლე აღწერა.

კიდევ უფრო მოკლედ თუ ვიტყვით, ეს პრემიუმ კლასია, რომელიც 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში, მეათე პოზიციაზე დასახელდა.

ათეული, რომელიც AirHelp-ის ანალიტიკოსებმა შეადგინეს, ითვალისწინებს მგზავრთა შეხედულებებს და მომსახურების ხარისხს, სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მეცხრე ადგილზეა Austrian Airlines-ი. ავსტრალიური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს 130 ზე მეტი მარშუტით ახორციელებს, თუმცა უმთავრესი მაინც აღმოსავლეთ ევროპა და ახლო აღმოსავლეთია.

მერვე პოზიციაზეა ლუქსემბურგის ეროვნული ავიაგადამზიდი Luxair, რომელიც ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკას, ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაფრინავს. თუმცა შეხედულებების მიხედვით, რეიტინგში მას კანადური და თანაც ბიუჯეტური ავიაკომპანია WestJet Airlines უსწრებს, რომელიც ბაზარზე რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ასრულებს და ყოველდღიურად 380-ჯერ დაფრინავს კანადიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკაში და კარიბის ზღვის ქვეყნებში.

მეექვსე პოზიციაზეა, ჩრდილოეთ ამერიკული ავიაგადამზიდი LATAM Airlines, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა მომსახურების კუთხით და მგზავრთა კმაყოფილების მაჩვენებლით.

რაც შეეხება საუკეთესო ხუთეულს, მას Qantas Airlines-ი ხსნის. ავსტრალიის ყველაზე დიდი და ძველი ავიაკომპანიის ისტორია 1920 წლიდან იწყება. თუმცა მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხისა, მგზავრთა შეხედულების მიხედვით, მას SAS Scandinavian Airlines უსწრებს, რომელიც მულტინაციონალური და წამყვანი კომპანიაა სკანდინავიურ ქვეყნებში, მას მოსდევს, მექსიკური - AeroMexico, რომელიც შიდა და საერთაშორისო ფრენებს ახორციელებს ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ასევე ერთადერთი ლათინური ავიაკომპანიაა, რომელიც აზიის მიმართულებითაც დაფრინავს.

მეორე ადგილი დაიკავა American Airlines-მა, რომელიც პირველი ავიაკომპანიაა როგორც მგზავრთნაკადის, ასევე სიხშირეებისა და მიმართულებების თვალსაზრისით, თუმცა მიუხედავად ამისა, 2019 წლის საუკეთესო ავაკომპანიად მაინც Qatar Airways დასახელდა.

160 საერთაშორისო მიმართულება, საუკეთესო მომსახურება და კომფორტი, ასე აფასებენ მგზავრები, Qatar Airways, რომელიც ლიდერია ავიაციის ბაზარზე და რომელსაც ყველაზე მეტი დადებითი შეფასება აქვს ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები