მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსულობების ნაწილი 475 მლნ ლარით იზრდება

5bdc69af487d5
დავით ჯალაღონია
02.11.18 19:32
797
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა.

როგორც მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსური დოკუმენტის პირველ ვარიანტთან შედარებით შემოსულობები 475 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

„ძირითადად, ისევ გადასახადების მობილიზაცია მოხდა. დავლთვალეთ და გადავხედეთ სხვადასხვა ტიპის პარამეტრს. ძირითადად გაზრდილია შემოსავლები“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ეს მაჩვენებლი ბიუჯეტის პროექტში ისევ 4.5%-ის დონეზეა განსაზღვრული.

დღესვე მაჭავარიანმა მედიას ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი კიდევ ერთი ცვლილება გააცნო, რაც სოციალურად დაუცველ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების 10-დან 50 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს. ამ მიზნით ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ბავშვებისთვის დახმარების ზრდა ასევე შეთანხმებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ცოტა ხნის წინ ძალიან წარმატებული მისია დასრულდა. ფონდთან ბიუჯეტის მთელი რიგი პარამეტრები გავიარეთ, მათ შორის ეს ინიციატივაც, რომელიც ზუსტად ეხმიანება იმ პრობლემას, რაც დაფიქსირდა იუნისფის კვლევაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა ეს პრობლემა, რადგან ეს მიზნობრივი ინიციატივაა“, - განმარტა მინისტრმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები