პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს.
კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პროექტი შენიშვნებით, მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდება.
შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5-%-ის დონეზე, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში უფრო მაღალი 5%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.
კიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება.
„პროექტით ინფლაცია გათვალისწინებულია 4%-ის დონეზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ მაჩვენებლის მიღწევა, მაშინ როდესაც სექტემბრის მდგომარეობით წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა“, - ნათქვამია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით. შსს დაფინასება - 25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ki, დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.