2019 წლის ბოლომდე საქართველოს ტურიზმის მარკეტინგზე 10 მლნ ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუეჯტში მარკეტინგის კამპანიებისთვის სულ 17 მლნ ლარია განსაზღვრული, საიდანაც 7 მლნ უკვე დახარჯულია.
ევროკაშირის ქვეყნები, ისრაელი, აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები - ესაა ძირითადი სამიზნე ბაზრები, სადაც წელს საქართველოს პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული აქტივობები იმართება.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კამპანიები უკვე მიმდინარეობს ისრაელში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ა.შ.
„გვაქვს მოლაპარაკებები და უკვე გადავდივართ კონტრაქტების ფაზაზე ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა „National Geographic“, Conde Nast… ასევე, იწყება კამპანია საუდის არაბეთში, გვაქვს ღონისძიება ქუვეითში, სადაც საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციისთვის კერძო სექტორთან ერთად ჩვენი საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებიც არიან; გარდა ამისა, 18 ივლიისისთვის ვემზადებით ყახაზეთში იგივე ფორმატის ღონისძიებისთვის; მაქსიმალურად ვცდილობთ კერძო სექტორის დანახარჯი იყოს მინიმალური და სადაც გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ისეთი ღონოსძიებების ორგანიზება, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება საქმიანი და მომგებიანი, ამას მუდმივად ვაკეთებთ“, - განაცხადა bm.ge-ისთვან ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, გარდა წლის დასაწყისიდან დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებისა, რუსეთის ავიასანქციებიდან გამომდინარე, ცდილობენ, მარკეტინგული აქტივობები გააკეთონ ისეთ ბაზრებზე, საიდანაც მეტი შანსია, რომ ტურისტები წელსვე ჩამოვიდნენ. მარიამ ქვრივიშვილმა ასეთ ქვეყნებს შორის უკრაინა, ყაზახეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა.
„ამ ქვეყნების შერჩევისას ფაქტობრივად, ორი ძირითადი კრიტერიუმი გვაქვს - ლიბერალური სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა, რასაც ემატება ისიც, ამ ქვეყნების მოქალაქეები რამდენად იღებენ მოგზაურობის გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, ბოლო წუთში“, - თქვა ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელის პირველი წელია, როცა „ოცნების“ მთავრობა რუსეთში მარკეტინგულ აქტივობებზე ფულც არ ხარჯავს.
ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის გამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

























