მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი, სავარუდოდ, 19 მლრდ 716 მლნ ლარამდე იქნება

5bb9f55c77a84
თელარა გელანტია
07.10.18 15:58
1176
2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა არაუმეტეს 19 715.8 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ამის შესახებ მომავალი წლისთვის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველ ვარიანტშია ნათქვამი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 15 315.8 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 4 400.0 მლნ ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა აპირებს 2 მლრდ 160 მლნ ლარის ვალის აღებას, საიდანაც 500 მლნ არის ფასიანი ქაღალდები ანუ შიდა ვალი.

მომავალი წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები