მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის I კვარტალში 1,378,100 კვ. მეტრის სამშენებლო ნებართვა გაიცა, ზრდა 7.8%-ია

5cc86699877a4
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.19 19:20
607
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 2052 სამშენებლო ნებართვა გაიცა.

თუ ამ ნებართვებით გათვალისწინებული ფართობის შენობები აშენდება, მაშინ ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარს 1,378,100 კვ. მეტრის ქონება შეემატება. გაცემული ნებართვების ჯამური ფართობი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით მეტია.

უშუალოდ ნებართვების რაოდენობა (2052) 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი - თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარაზე და 10,5% – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება:

ამავე პერიოდში სულ 624,400 კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტების მშენებლობა დასრულდა, რაც 2018 წელთან შედარებით 14.2%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები